მამარდაშვილი თასის ფინალში „ბეტისს“ დაუპირისპირდება

0
73

ესპანეთის თასის მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 1/2-ფინალი საპასუხო მატჩში „ბეტისმა“ სევილიაში „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ვერ მოიგო – 1:1. თუმცა, მანეულ პელეგრინის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ბეტისმა“ ბოლოს თასის ფინალში 2005 წელს ითამაშა და „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა. ფინალი 23 აპრილს ჩატარდება და „ბეტისი“ „ვალენსიას“ დაუპირიპირდება, რომლი კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.