სენეგალელი შემტევი ჰონორე გომისი, რომელსაც 26 წელი სწორედ დღეს შეუსრულდა, “დილას” უკვე ოფიციალურად შეუერთდა. მან გორული კლუბის მაისურით თურქულ შეკრებაზე რამდნიმე სპარინგი ჩაატარა, რის შემდეგ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ აფრიკელთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
გომისს შეტევის 3 პოზიციაში შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად ასევე ორივე ფლანგის შემტევად. მის კარიერაში სენეგალური კლუბების შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილებაა, იგი ,,ჰათაისფორის” ,,უმრანიესფორის“ და ,,მენემენსფორის“ ღირსებას იცავდა.





