ხვიჩა კვარაცხელია: „100 პროცენტით მზად არ ვარ“

0
40

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, ჯერჯერობით სეზონისთვის 100 პროცენტით მზად არაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამის შესახებ დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში „ზენიტთან“ გასამართ მატჩამდე საფეხბურთო კლუბ ყაზანის „რუბინის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია: „მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო თითქმის ორი შეკრების განმავლობაში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მოსამზადებელი პერიოდი მაინც პროდუქტიული გამოვიდა. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ საუცხოოდ მესმის, რომ 100 პროცენტით მზად არ ვარ. გაძლიერებულ რეჟიმში ვვარჯიშობ, რათა სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისამდე სათანადო სათამაშო ფორმაში შევიდა, რომ  გაზაფხულზე გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, რადგან კლუბის მედპერსონალმა საუცხოო სამუშაოდ ჩაატარა. უახლოეს ხანში მკურნალობას და პროცედურების ჩატარებას განვაგრძობ, რადგან 90 წუთი სათამაშოდ მზად ვიყო“.
-მწვრთნელი რა რჩევას გაძლევს?
-ლეონიდ სლუცკის ხშირად ვესაუბრები – ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ და მისგან ბევრს ვსწავლობ. ის მუდმივად მთხოვს, რომ უფრო შედეგიანი ვიყო და ჩემი თვისებები გავაუმჯობესო. მეუბნება, რომ მეტოქეები ხშირად განძრახ ფეხებში მირტყამენ, რათა პროვოკაციაზე წამომაგონ, რისთვისაც მზად უნდა ვიყო. მას მინიმუმ კვირაში ორჯერ ვესაუბრები და მუდმივად რაღაც ახალს ვსწავლობ. -ახალწვეულებზე რას იტყვი?
-ჩვენი ახალწვეულები საუცხოო ბიჭები არიან, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პირველ ყოვლისა, ხაზას მათ ადამიანურ თვისებებს გავუსვამ. თუ სპორტულ მხარეზე ვისაუბრებ, მაგალითად ლომოვიცკის პრაქტიკურად ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მოედნის ერთ მხარეს ყოფნა ხშირად გვიწევს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და მასთან თამაში სასიამოვნო იქნება. ლისაკოვიჩი ძალიან კარგი თავდამსხმელია, რომელიც ზონებში საუცხოოდ „იხსნება“. მას ყველა თვისება აქვს, რომ გუნდს გოლებით მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაში დაეხმაროს. ბეგიჩი დაბრუნდა, რომელიც ძალიან პოზიტიური ადამიანია. ის მხიარულია როგორც მოედანზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ მოგაწყენს. მოედანზე ბოლომდე რომ იხარჯება, ამას ყველა კარგად ხედავს.
-ჩემპიონატის მეორე ნახევარში გუნდს რა მიზანი აქვს?
-ვფიქრობ, არ ვიმსახურებთ იმ ადგილს, რომელზეც ახლა ვართ, რადგან ბოლო შეხვედრებში არ გაგვიმართლა. სეზონის მსვლელობისას ტრავმების გამო საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავდით, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ყველა ჯანმრთელადაა. სეზონის მეორე ნახევრისთვის ვემზადებით, რათა დავიკავოთ ადგილი რომელსაც ვიმსახურებთ და ევროთასების ზონაში მოვხვდეთ.
-მომავალ მეტოქე „ზენიტს“ როგორ დაახასიათებ?
-„ზენიტი“ ძალიან ძლიერი გუნდია საუცხოო რუსი ფეხბურთელებით და ლეგიონერებით. ყველას უხარია ასეთ გუნდებთან თამაში და ასი პროცენტით დახარჯვა, რათა სასურველი სამი ქულა ავიღოთ. ლიდერებთან დაპირისპირება ძალიან კარგად გამოგვდის. რა თქმა უნდა, იოლი არასოდესაა, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.