„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შინ „მალათიასფორი“ 5:2 დაამარცხა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმაც შეიტანა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:2 იგებდნენ. მან 84-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო „ჰათაისფორმა“ მეხუთე გოლი 89-ე წუთზე გაიტანა. “ჰათაისფორი“ 42 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
„ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია თამაშობს პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ლიდერ „პორტუსთან“ სტუმრად ქულა აიღო- 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 41 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.
სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა. „ჯეონამმა“, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ზამთარში შეუერთდა „ჯიმპოსთან“ შინ 0:2 წააგო, ხოლო კაჭარავა შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.





