თომას ტუხელი: „ჩელსი“ ოფიციალური მატჩებისადმი თავისი მიდგომა აქვს“

0
58

თომას ტუხელის თქმით „ჩელსის“ ოფიციალური მატჩებისადმი თავისი მიდგომა აქვს. ლონდონელთა გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თავის მოედანზე „ლილითან“ დღეს გასამართ პირველ შეხვედრამდე განაცხადა.
„ყველამ ვიცით, რომ ფრანგული ფეხბურთი ძალიან ძალისმიერია. იქაური მოთამაშეები ფიზიკურად ძლიერები არიან, ერთი-ერთზე მეტოქის „მოსატყუებლად“ თამამად მიდიან და ბურთი დისციპლინირებულად მოქმედებენ. „ლილი“ მომავალ შეხვედრას ანდერდოგის სტატუსით ხვდება. ჩვენთვის სტანდარტული ვითარებაა: თამაშს სერიოზულად ვეკიდებით, მეტოქეს პატივს ვცემთ და შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით.
უკვე მთელი ისტორია არსებობს, რომ „ჩელსიში“ თავდამსხმელებს პრობლემა ექმნებათ. ეს ადგილი მართლაც ყველაზე მარტივი არაა ფორვარდების სამყაროში. ჩემი წარმოდგენით „ჩელსი“ გუნდია საიმედო დაცვით, ფიზიკურად ძლიერი, რომელსაც ოფიციალური მატჩებისადმი თავისი მიდგომა აქვს.
ჩვენ თავდამსხმელებს ვთხოვთ, რომ დაცვას ბევრი ყურადღება დაუთმონ. გვსურს ფიზიკურად ძლიერი და შრომისმოყვარე კოლექტივი ვიყოთ, რომელშიც ადგილი მხოლოდ ტექნიკას არ ეთმობა. ჩვენი სპორტის სახეობა ასეთია. ჩვენ თამაშს გუნდურად და საკუთარ ძალებში რწმენით გავაგრძელებთ. ფეხბურთის ჩვენი ხედვა ასეთია“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.