ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი

0
62

ქართველი კალათბურთელის ნატალია ოთხმეზურის „საუთ იუტა თანდერბერდსმა“ „ნორთ არიზონას“ 90:67 მოუგო. ოთხმეზური თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 25 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ნატალიამ  ცხრიდან ექვსი სამქულიანი ზუსტად ისროლა.
„საუთ იუტას“ 16 გამარჯვება, 10 მარცხი აქვს და Big Sky-ის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.