ზივზივაძემ „უიპეშტში“ ყოფილ გუნდთან გოლით დაიწყო

0
25

ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტში“ ჩატარებულ სადებიუტო მატჩში თავი გოლით გამოიჩინა, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 21-ე ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „ფეჰერვარს“ დაუპირისპირდა, რომელმაც ქართველი ფორვარდი სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სტუმრები 46-ე წუთზე კრუაზეტმა დააწინაურა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მისმა პარტნიორმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა, მაგრამ იქვე მყოფმა ქართველმა ზუსტად დაარტყა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს. ზივზივაძემ სეზონის პირველ ნახევარში „ფეჰერვარში“ თავი 2-ჯერ გამოიჩინა. შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძეც სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტი“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.