კვეკესკირმა პოლონეთში ლიდერობა დაკარგა

0
32

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი წააგო, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში პოზნანელები სტუმრად გდანსკის „ლეხიას“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე კოპერსკიმ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. „ლეხი“ ამ მარცხის შემდეგ 45 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდა და ლიდერ შჩეცინის „პოგონს“ ქულით ჩამორჩება.