ქუთაისის “ტორპედომ” 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

0
136

ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით გუნდში 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს. ამის შესახებ რიონისპირელების პრესსამსახური იუწყება:
“ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა გულშემატკივართა პატივსაცემად 12-ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
“ტორპედო” აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.
ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!
წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!”