“დილა” თურქულ შეკრებაზე პირველ სპარინგში დამარცხდა

0
52

გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ “ინგულეცს” შეხვდა და 0:2 დამარცხდა. უკრაინელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს.
“დილას” მთავარმა მწვრთნელმა უკრაინელმა ანდრეი დემჩენკომ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ფულაძე, ჩიტეიშვილი, ამოს ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, გაგნიძე, მოსიაშვილი,  ალეფ საონტოსი,  ღუდუშაური, მაქაცარია, ივანიაძე.
მომდევნო შეხვედრას დილა კვლავ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ,,მინაისთან” გამართავს შეხვედრა 10 თებერვალს შედგება.