თურქულ შეკრებაზე მყოფი ქობულეთის “შუქურა” პირველ ტესტმატჩში უკრაინის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “ლვოვთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ლვოველებმა ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.
ქობულეთელთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: ლუკა ხარატიშვილი, მიხეილ ავალიანი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, ირაკლი კომახიძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ჯანელიძე, ბექა ვარშანიძე,
მიშიკო სარდალიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ზურაბ მუსელიანი.
მეორე ტაიმი: ლუკა ხარატიშვილი, ალეკო ანანიძე, დავით სამსონია, მიხეილ ავალიანი, რომან ჩაჩუა, კახაბერ კაკაშვილი, საბა ჯინჭარაძე, მირზა ფარტენაძე, ნიკო ღლონტი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე.





