17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყეს

0
20

დღეს, მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ტურნირის ფარგლებში პირველი მატჩი გამართა, სადაც ისრაელის ეროვნულ გუნდთან – 3:0 დამარცხდა.
საბურთალოს მოთამაშე – გიორგი ტაბატაძე, რომელიც გუნდს Covid-19-ით ინფიცირების გამო ვერ ეხმარებოდა, ახლა მწყობრშია და 8 თებერვლიდან ნაკრებს მინსკში შეუერთდება.
მომდევნო მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 9 თებერვალს, ტურნირის მასპინძელი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი – ისრაელი 3:0 საქართველო