პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში „კრაკოვიამ“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს -3:3.
კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი გუნდი მე-18 წუთზე დაწინაურდა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 29-ე წუთზე გაათანაბრეს. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. პოზნანელები 47-ე წუთზე წინ გავიდნენ და 20 წუთში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შემაცირეს, ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კი სტუმართა კარი მესამედ აიღეს.
კაკაბაძემ 46-ე წუთზე ყვითელი ბურთი მიიღო, ხოლო კვეკვესკირი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
„ლეხი“ 42 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, „კრაკოვია“ 27 ქულით მეცხრეა.





