თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი სერია შვიდა მატჩამდე გაზარდა, თუმცა, ფამაგუსტელებმა ბოლო სამი თამაში ფრედ დაასრულეს.
მე-20 ტურში ფამაგუსტელები სტუმრად „პაფოსს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. „ანორთოსისი“ მე-10 წუთზე დელეტიჩმა დააწინაურა, ხოლო შვიდ წუთსი ვალაკარიმ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ხუთ წუთში ვალაკარი გააძევეს, მაგრამ „ანორთოსისმა“ ამით ვერ ისარგებლა და დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ფამაგუსტელებში შეუცვლელად ითამაშა. „ანორთოსისი“ 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





