გერმანიაში ჩაკვეტაძის დებიუტი ლიდერთან მოგებულ მატჩში შედგა

0
65

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდეესლიგაში შედგა. 21-ე ტურში „ჰამბურგი“, სადაც ქართველი ნახევარმცველი „გენტმა“ ამ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა, სტუმრად გათამაშების ლიდერ  „დარმშტადტს“ შეხვდა და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 4:0 იგებდა. სტუმრებიდან 4 გოლი გლატცელმა გაიტანა, რომელმაც თავი მე-5, მე-10, მე-13 და 88ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი ვინტჰაიმერის (76-ე წუთი) ანგარიშზეა.
„ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის და 37 ქულით მე-4 ადგილზეა, „დარმშტადტს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-2 ადგილზე მყოფ „ზანქტ პაულის“ და მესამეადგილოსან ბრემენის „ვერდერს“ თითო ქულით.