მერაბ შარიქაძე: “საპატიო წრის დარტყმის ღირსები არ ვიყავით”

0
167

2022 წელს რაგბი ევროპის პირველ მატჩში თბილისის პორტუგალიასთან ფრედ (25:25) დასრულებული თამაშის შემდეგ, “ბორჯღალოსნების: კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მერაბ შარიქაძე: “ისეთ დეტალებზე უნდა ვიმუშაოთ, რაც სარაგბო ფუნდამენტია და რაზეც ყველაფერია დამყარებული. ამ ფუნდამენტთან მიმართებაში დღეს არაერთი პრობლემა შეგვექმნა.
სამწუხაროა 20-მატჩიანი მოგებების სერია რომ შევწყვიტეთ, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება. კარგია, რომ თამაში არ წავაგეთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებების სერია გაგრძელდება. იმედია კოვიდიც მალე დასრულდება და ისეთ რაღაცეებზე აღარ მოგვიწევს ფიქრი, რაზეც ლევანმა ისაუბრა.
გულშემატკივარს მინდა მივმართო. თამაში რომ დამთავრდა პირდაპირ გასახდელში შემოვედით. არ მინდა გულშემატკივარს ეგონოს, რომ ისინი არ დავაფასეთ და ამიტომ არ დავარტყით საპატიო წრე, უბრალოდ მოგვერიდა მათი გულების გახარება რომ ვერ შევძელით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა, ამის ღირსები არ ვიყავით. ყველას ვთხოვ, ჩვენი ეს საქციელი სწორად გაიგოს“.