“უიპეშტისთვის”, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, 2022 წელი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. უიპეშტელები ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდნენ და ამჯერად უქულოდ “დიორმოტთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში დარჩნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე პენალტიდან ვარგამ გაიტანა. ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაშის შემდეგ “უიპეშტის” ფეხბურთელებმა და სტადიონზე მისულ გულშემატკივრებმა, რომლებიც გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო არიან ისაუბრეს. “უიპეშტი” 17 ქულით12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა პოზიციაზე.
უნგრული მედიის ინფორმაციით, უახლოეს ხანში “უიპეშტს” ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე შეუერთდება, რომელმაც “ფეჰერვარის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის განაცხადში არც გუშინ შინ “დებრეცენთან” (1:2) წაგებულ შეხვედრაში იყო. 27 წლის თავდამსხმელი უიპეშტელებს პირობებზე შეუთანხდმა და მალე კონტრაქტს გააფორმებს. მან მიმდინარე სეზონში “ფეჰერვარში” 12-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.







