გიორგი გაბედავა: “დიდი ანგარიშით გამარჯვება შეგვეძლო”

0
49

თბილისის “დინამოს” თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ  თურქულს შეკრებაზე სერბეთის “ნაპრედაკთან” (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა:
“ჩემი აზრით, ცუდი მატჩი არ ჩავატარეთ და გუნდს ეტყობა, რომ მომატება შეგვიძლია. ჯერ ბევრი რამე დასახვეწია, თუმცა ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო.
გამარჯვება ყოველთვის კარგია, თუმცა ტესტ-მატჩებში ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია მოცემული დავალებების ზუსტად შესრულება, ყურადღების გამახვილება კონკრეტულ დეტალებზე. მიმაჩნია, რომ დღეს წინა თამაშთან შედარებით უფრო გამოჩნდა, რომ გუნდი ნელ-ნელა იმ ხარისხს მიაღწევს, რაც ჩემპიონატის დაწყებამდეა დასახული”.