ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩერნოგორიის „რუდართან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
ბალკანელებიდან მე-17 წუთზე ანგარიში პოპოვიჩმა გახსნა. 61-ე წუთზე საპასუხო გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. 68-ე წუთზე ქუთაისელთა კარი ვუიანოვიჩმა აიღო და საბოლოოდ თავის გუნდს მოაგებინა.
გია ცეცაძის გუნდმა პირველი მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგ 3 დღე დაისვენებს და მეორე მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.
„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): კვასხვაძე, სანდოხაძე, მირცხულავა, ნადარაია, შულაია, ქიმაძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, კუხიანიძე, ბუღრიძე, ახვლედიანი.
სათადარიგოები: ტაბატაძე, ძარია, კარაგუნისი, გოგლიჩიძე, აბულაძე, მჭედლიძე, ჩარგეიშვილი.





