არაბულის საგოლე პასსი, ნინუას დებიუტი გადაიდო

0
30

საბერძნეთის სუპერლიგა 1-ის მე-20 ტურში „ლამიამ“, რომელშიც თავდამსხმელი ბაჩანა არაბული და ნახევარმცველი ნიკა ნინუა გამოდიან, ოფი მიიღო და 3 ქულა მოიპოვა.
სტუმრები 34-ე წუთზე ცილიანიდისმა დააწინაურა. 82-ე წუთზე მასპინძლებიდან ოფის კარი მანოუსოსმა აიღო. ხუთ წუთში არაბულმა, რომელიც თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო ზუსტი პასი მანოუსოსს გაუკეთა, რომელმაც თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ნინუა, რომელიც „ლამიამ“ გუშინ წარადგინა განაცხადში არ იყო. ლამიელებმა წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდეს – 2 მოგება და 2 ფრე. შედეგად, 18 ქულა დააგროვეს და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე არიან.