„ევერტონის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რაფაელ ბენტესი დაითხოვეს.
ესპანელი გუნდს 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა და მისი გაშვების მთავარი მიზეზი მიმდინარე სეზონში ლივერპულელთა ცუდი ასპარეზობაა. „ევერტონი“ 19 ტურის შემდეგ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე. გუნდმა ბოლო 13 ტურში 9 თამაში წააგო და 4 ფრედ დაასრულა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც „რომას“ თავკაცობს, „ევერტონის“ გაძღოლა იუარა.
ლივერპულური კლუბის მეპატრონეებს ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიწვევა სურთ, რის გამო, ნახსენები ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას ოფიციალური მოთხოვნით მიმართეს.
