ჯამპაოლო „სამპდორიაში“ ბრუნდება

0
39

გენუის „სამპდორიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რობერტო დიავერსა გაუშვეს. გენუელებს ბოლო 5 მატჩიდან არცერთი მოუგიათ – 2 ფრე და ზედიზედ 3 მარცხი. დიავერსა „ტორინოსთან“ საშინაო მარცხის შემდეგ დაითხოვეს. ის „სამპდორიას“ 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.
მის ნაცვლად გენუელებს მარკო ჯამპაოლო გაუძღვება, რომელიც გუნდს 2016-2019 წლებში ავარჯიშებდა. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ზაფხულში ავტომატურად გახანგრძლივდება.
54 წლის იტალიელი სპეციალისტი „სამპდორიას“ გარდა, „ასკოლის“, „კალიარის“, „სიენას“, „კატანიას“, „ჩეზენას“, „ბრეშას“, „კრემონეზეს“, „ემპოლის“, „მილანსა“ და „ტორინოს“ ავარჯიშებდა.