ნადარაიამ „ტორპედოს“ თავისი მომავალი 3 წლით დაუკავშირა

0
54

ცოტნე ნადარაიამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნადარარია „ტორპედოში“ 2019 წლის სეზონის მეორე ნახევრიდან გამოდის და როგორც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ასევე თასზე საერთო ჯამში 65 მატჩი ჩაატარა. ის თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც 2013-2019 წლებში თამაშობდა.