ქვეყნის ჩემპიონის სამი სპარინგი პირველ შეკრებაზე

0
45

ბათუმის „დინამო“ დღეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში პირველ შეკრებაზე გაემგზავრა, რომელიც 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი შეკრებაზე სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ საკონტროლო თამაშს 20 იანვარს პოლონეთის საფეხბურთო კლუბ პოზნანის „ლეხთან“ ჩაატარებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გამოდის.
ბათუმელები 23 იანვარს ასევე პოლონურ გდანსკის „ლეხიას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 27 იანვარს სლოვენიის „რუდარს“ შეხვდებიან.