ფუტსალისტთა ნაკრებმა ტაჯიკებს პირველი სპარინგი მოუგო

0
47

საქართველოს ფუსტალისტთა გუნდიი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ექნება, დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ტაჯიკეთის ნაკრებს ესპარინგა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის პირველი ტაიმის მე-4 წუთზე ტაჯიკები ემედ კუზიევმა დააწინაურა. მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ელისანდრომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში არჩილ სებისკვერაძის პასის შემდეგ მასპინძლები წინ თალესმა გაიყვანა. მე-13 წუთზე, ქართველების კარი ბახტიარ სოლიევმა აიღო – 2:2. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან ოთხ წუთში ავთანდილ ასათიანის გუნდი შოთა თოფურიამ დააწინაურა. 26-ე წუთზე დუბლი თალესმა მიითვალა, ხოლო 8 წუთში ვახტანგ კეკელიას გადაცემით თავი ნიკოლოზ კურტანიძემ გამოიჩინა. მატჩის ბოლო მე-40 წუთზე წერტილი თალესის პასით სებისკვერაძემ დასვა.
განვლილ სპარინგში საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ბრაზილიელიებიდან რონინიოს, ბრუნო პეტრის და ახალწვეულ ვილიანს არ უთამაშიათ.
ასათიანის შეგირდები 16 იანვარს ტაჯიკებთან სპორტის სასახლეში მეორე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრები 19 იანვარს გრონინგენში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.
22 იანვარი | გრონინგენი
საქართველო – აზერბაიჯანი
26 იანვარი | გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
29 იანვარი | გრონინგენ
საქართველო – ესპანეთი
საქართველო – ტაჯიკეთი 6:2 (2:2)
საქართველო: კუპატაძე (კ), შაგინია, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო.
სათადარიგოები: ბუკია, ჯამბურია, თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, თოდუა.