„ბარსელონა“ თავდამსხმელი ფერან ტორესი ოფიციალურად დაარეგისტრირა. 21 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დიდი შანსია „ბარსელონაში“ მისი დებიუტი დღეს ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალში მადრიდის „რეალთან“ გასამართ მატჩში შედგეს. მომავალი დაპირისპირება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მეფე ფახდის სახელობის სტადიონზე შედგება.
კატალონიელებმა ტორესი „მანჩესტერ სიტისგან“ 55 მილიონ ევროდ შეიძინეს და ესპანელმა ფორვარდმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.