„გალათასარაის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. მიმდინარე კვირაში დათხოვნილი ფათიჰ თერიმის ნაცვლად, გუნდს დომენეკ ტორენტი უხელმძღვანელებს.
58 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონაში“, „ბაიერნში“ და „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო. მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ, ის „ნიუ იორკ სიტის“ და „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
