“შუქურა” ახალი სეზონის წინ გაძლიერდა – ქობულეთურ კლუბში სერიოზული ცვლილებებია

0
49

ახალი მთავარი მწვრთნელის რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულმა ქობულეთის “შუქურამ” მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ქობულეთის “შუქურამ” ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი სამშაბათს გაემგზავრა ქალაქ ფოთში და ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. “შუქურა” 3 თებერვლის ჩათვლით მზადებას ფოთში გააგრძელებს, 4 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით კი თურქეთში ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
გაცნობებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა ლუკა შეროზიამ, ნიკა ჭანტურიამ, ლევან ხმალაძემ, გიორგი გაფრინდაშვილმა, გელა გოგიტიძემ და შალვა ექვთიმიშვილმა.
გუნდში რჩებიან: მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე.
“შუქურა 2” – დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე.
რაც შეეხება ახალწვეულებს “შუქურაში” ჩაირიცხნენ: კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე (ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე (დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ), დავით სამსონია ( გაგრა ).
საწყის ეტაპზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობს”.