“დინამო” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

0
50

თბილისის “დინამომ” ექვსი ფეხბურთელი გაუშვა. გასული სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, ნოდარ იაშვილი და გიორგი ქიმაძე კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ, ხოლო ნოდარ ქავთარაძე იჯარის წესით “საბურთალოში” ითამაშებს. რაც შეეხება ომარ მიგინეიშვილს, მან აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.