ბათუმის “დინამომ” რადინისა და დენკოვიჩის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა

0
48

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის “დინამომ” სერბი ნახევარმცველის მილან რადინის და ჩერნოგორიელი თავდამსხმელის სტეფან დენკოვიჩის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა. რადინმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო დენკოვიჩმა – ერთწლიანი.
30 წლის რადინი გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან თბილისელებთან ერთად ვერცხლის მედლები მოიგო.
30 წლის დენკოვიჩი 2021 წელს ყაზახეთის „კაისარში“ ასაპრეზობდა და 21 შეხვედრაშ თავი ერთხელ გამოიჩინა. ის ყაზახურ კლუბში გადასვლამდე სერბეთი სუპერლიგაში სუბოტიცას „სპარტაკში“ გამოდიოდა.