2022 წლის საფეხბურთო სეზონი, 20 თებერვალს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამო” საქართველოს თასის მფლობელ თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება. სუპერთასის ჩატარების ადგილი და მატჩის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება, სტარტს 26 თებერვალს აიღებს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 1 მარტს დაიწყება.
2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი ითამაშებს. ორივე ლიგაში გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.
