„ლოკომოტივი“ ფეხბურთელებისგან დაცლას განაგრძობს. თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად კლუბიდან ნახევარმცველი გეგა დიასამიძე წავიდა.
მან გასულ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დიასამიძე თბილისელთა შემადგენლობაში 2014-2017 წლებშიც გამოდიოდა. საერთო ჯამში, 29 წლის ფეხბურთელმა „ლოკოში“ საქართველოს ჩემპიონატში 93-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.
მთავარი ნიუსი „ლოკომოტივიდან“ ფეხბურთელების მიგრაცია გრძელდება