პიონტეკი ფლორენციის „ფიორენტინაში“ ითამაშებს

0
38

კშიშტოფ პიონტეკი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ განაგრძობს. კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ფლორენციის აეროპორტში გადაღებული პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „პიონტეკი აქაა“.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბერლინის „ჰერტამ“ პიონტეკი „ფიორენტინაში“ უფასოდ გაანათხოვრა და ხელშეკრულების ვადისს ამოწურვის შემდეგ ფლორენციელებს ფეხბურთელის 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ. მიმდინარე სეზონში პიონტეკმა ბერლინელთა მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მისთვის იტალიის სერია A-ში თამაში უცხო არაა, რადგან 2018-2019 წლებში „ჯენოაში“ გამოდიოდა, ხოლო 2019-2020 წლებში – „მილანში“.