„ბარსელონამ“ ფილიპე კოუტინიო ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა. ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელი ბირმინგემში მიმდინარე სეზონის ბოლოდე დარჩება და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ინგლისელების სურვილის შემთხვევაში მას გამოისყიდიან. „ასტონ ვილა“ კოუტინიოს ხელფასის ნაწილს გადაუხდის, ხოლო მეორე ნაწილს „ბარსელონა“ დაფარავს.
ბრაზილიელი უახლოეს ხანში ინგლისში გადაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. მისთვის პრემიერ ლიგაში თამაში უცხო არაა, რადგან „ბარსელონაში“ გადასვლამდე 2013-2018 წლებში „ლივერპულში“ თამაშობდა. კოუტინიომ მიმდინარე სეზონში „ბარსაში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.