იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა და სამი ქულა აიღო – 3:1. მასპინძლები მე-8 წუთზე ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მე-17 წუთზე, სტუმართა კარი ჟუნიორ მესიასმა აიღო. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რომაელებიდან თავი ტეო აბრაჰამმა გამოიჩინა. 74-ე წუთზე კარსდორპმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ.
81-ე წუთზე შეცვლაზე შესული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემის შემდეგ რაფაელ ლეაომ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდი კიდევ ერთხელ დაამწუხრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჯოვანი მანჩინი მეორე გააფრთხილეს და „რომას“ თამაშის დასრულება 9 კაცით მოუწია. პლუს იმ ეპიზოდში მსაჯმა „მილანის“ სასარგებლოდ მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც იბრაჰიმოვიჩმა გააცუდა.
სტეფანე პიოლის ხელმძღვანელობით „მილანი“ 45 ქულით მეორე პოზიციაზე და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს. „რომა“ 32 ქულით მეშვიდეა.