მაკარიძისთვის და “ალმერიასთვის” თასის 1/16-ფინალი უიღბლო აღმოჩნდა

0
45

“ალმერია”, რომელშიც გიორგი მაკარიძე ირიცხება, ესპანეთის თასს გამორთიშა. 1/16-ფინალში ლა ლიგა 2-ის ლიდერი ალმეიელები შინ “ელჩეს” დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ. მაკარიძე, რომელსაც ჩემპიონატში არ ათამაშებენ, თასზე ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მასპინძლები 42-ე წუთზე რამაზანიმ დააწინაურა. 52-ე წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი პაბლო პიატიმ გაიტანა. მაკარიძე 54-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. 84-ე წუთზე რაულ გუტის დარტყმის შემდეგ “ელჩე” დაწინაურდა და საბოლოოდ 1/8-ფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ერთხელ ითამაშა, ხოლო თასზე თავისი გუნდის კარი 3-ჯერ დაიცვა.