გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ შემადგენლობაში არც ესპანეთის თასზე ათამაშეს. 1/16-ფინალში მატჩში „ვალენსიამ“ სტუმრად ლა ლიგა 2-ის ბინადარ „კარტახებას“ 2:1 აჯობა. შეხვედრის 35-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კარლოს სოლერმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ორტუნომ გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „კარტახენას“ კარის რუსმა ლეგიონერმა ჩერიშევმა აიღო და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე იესპერ სილესენი არ ჰყავდა, მამარდაშვილს თავის გამოჩენის საშუალება მაინც არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 დეკემბერს „ვალენსიამ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის კონტრაქტი თბილისის „დინამოდან“ გამოისყიდა და ხელშეკრულება 2024 წლამდე გაუფორმა. მამარდაშვილის შეძენის მსურველ კლუბს ვალენსიელებისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.