სანდრო მამუკელაშვილმა “მილუოკი ბაქსში” მორიგი მატჩი გამართა. ნბა-ს სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს კოვიდ-პროტოკოლის გამო არყოფნამ ქართველ ფორვარდს მოედნისკენ გზა გაუხსნა. მილუოკელებმა “ტორონტო რეპტორზს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 111:117 დამარცხდნენ. მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთი გაატარა.
სანდრომ 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან მან 6 სროლიდან 5 გამოიყენა. მამუკელაშვილმა ბურთი ერთხელ დაკარგა და არ დაჯარიმებულა. ტორონტოელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო კრის მიდლტონი, ჯორდან ნვორამ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.
25 მოგებითა და 5 მარცხით მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 8 იანვარს, სტუმრად “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს.
კალათბურთი სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა 23 წუთში