„ინტერმა“ “აიაქსის” მეკარესთან კონტრაქტი გააფორმა

0
39

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანამ კონტრაქტი მილანის „ინტერთან“ გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 25 წლის მეკარემ მილანში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქი 5 წლით გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.
ონანა „ინტერს“ ზაფხულში შეუერთდება, როდესაც „აიაქსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.
25 წლის ონანა „აიაქსის“ კარს 2016-2017 წლების სეზონიდან იცავს. მას 2021 წლის თებერვალში სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოუჩინეს, რის გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ, „აიაქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კამერუნელმა შეცდომით მეუღლის წამალი დალია და ნახსენები პრეპარატიც ამიტომ აღმოაჩნდა. მიმდინარე წლის ივნისში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ონანას დისკვალიფიკაცია 9 თვემდე შეუმცირდა. მან მიმდინარე სეზონში ამსტერდამელთა შემადგენლობაში 2-ჯერ ითამაშა – ჩემპიონთა ლიგაში და ნდერლანდების თასზე.