შოთა არველაძისთვის, რომელიც „კრასნოდარის“ გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატია, რუსულ კლუბში მუშაობა საინტერესო იქნებოდა. 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა ამის შესახებ sportrbc.ru-სთან განაცხადა.
„ასეთი გუნდში მუშაობა ჩემთვის საინტერესოა. „კრასნოდარი“ კარგი კლუბია, რომლის გაწვრთნა ადრე მართლაც შემომთავაზეს, ხოლო ახლა წინადადებით არავის მოუმართავს“ – აღნიშნა არველაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (26) ბოლო პერიოდში ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა, რომელსაც ზედიზე 2-ჯერ უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. მანამდე, ის თურქეთის „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშას“, თელ-ავივის „მაქაბის“ და „ტრაბზონსფორს“ ავარჯიშებდა.
მთავარი ნიუსი შოთა არველაძე: „კრასნოდარში“ მუშაობა ჩემთვის საინტერესოა“