ლუკა ბულაშვილის მიჯრით მეორე გამარჯვება

0
28

ბოსნიის საკალათბურთო პირველობაზე ლუკა ბულაშვილის სარაევოს “ბოსნამ” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ბოსნელებს სამი გამარჯვებითა და ხუთი მარცხით 13 გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილი უკავიათ.
2022 წლის პირველ მატჩში “ბოსნამ” “რადნიკი” 89:80 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა 22:25 წუთი ითამაშა და გუნდს 12 ქულა მოუტანა. ბულაშვილმა ორი სამქულიანი ჩააგდო. ლუკას ანგარიშზეა სამი შედეგიანი გადაცემაცაა.