„თელავიდან“კიდევ ორი ფეხბურთელი წავიდა

0
19

„თელავს“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაემშვიდობა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცითთ, ნახევარმცველებმა ნიკა ბაშალეიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ კლუბში დარჩენა არ ისურვეს.
„საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი ჯანელიძემ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დატოვეს – მათ კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდათ, ახალ კონტრაქტზე კი სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით“- ნათქვამია „თელავის“ ოფიციალურ განცხადებაში.
32 წლის ჯანელიძემ თელაველთა რიგებში ერთი სეზონი გაატარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში (29 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა.
24 წლის ბაშალეიშვილი „თელავში“ 2018 წლიდან გამოდიოდა, ხოლო გასულ სეზონში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.