რომის „ლაციოს“ თავკაცი სიმონე ინძაგი დეკემბერში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, რის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 45 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ინტერმა“ 2021 წლის დეკემბერში ჩემპიონატში 4 თამაში მოიგო, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. რომაელებმა 15 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვეს. „ინტერი“ სერია A-ს ლიდერია.
ინძაგი მილანელებს სათავეში შარშან ზაფხულში ჩაუდგა. მანამდე, 2016-2021 წლებში „ლაციოს“ ავარჯიშებდა, რომელსაც ერთხელ იტალიის თასი, ხოლო ორჯერ სუპერთასი მოაგებინა.