კიევის „დინამომ“ მიკოლენკო „ევერტონში“ სარფიანად გაყიდა

0
20

ინგლისის „ევერტონმა“ კიევის „დინამოდან“ მცველი ვიტალი მიკოლენკო შეიძინა. ლივერპულელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
22 წლის მიკოლენკო „დინამოს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდიოდა – ყველა ტურნირში ჩატარებულ 132 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ის უკრაინის ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის და 21 შეხვედრა ითამაშა. მიკოლენკო ევრო-2020-ის ფინალურ ეტაპზე 4 შეხვედრა გამართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლენკოს სანაცვლოდ კიეველებმა 23,5 მილიონი ევრო მიიღეს. 1999 წელს „მილანში“ ანდრეი შევჩენკოს გაყიდვის შემდეგ, კიეველთათვის ეს ტრანსფერი ყველაზე შემოსავლიანებში მე-3 ადგილზეა. უკრაინულმა გრანდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირად 2017 წელს შემტევი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო გაყიდა დორტმუნდის „ბორუსიაში“ – 25 მილიონი ევრო. 1999 წელს კიეველებმა „მილანში“ თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო 23,9 მილიონ ევროდ გაასხვისეს.