„ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე კარიერას MLS ლიგაში მოასპარეზე „ტორონტოში“ აპირებს. ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი კანადელებთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 30 წლის ინსინიე ახალ კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე წლით გააფორმებს. მისი ხელფასი წელიწადში 11,5 მილიონი ევრო (საგადასაახადო თანხის დაქვითამდე) იქნება, ხოლო ბონუსებმა შესაძლოა 4,5 მილიონ ევროს მიაღწიოს.
ინსინიეს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მან ამ სეზონში იტალიელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან გამოდის – 414 შეხვედრაში 114 გოლი.