ალვარო მორატას, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ აკავშირებს და „იუვენტუსშია“ განათხოვრებული, კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ უნდა.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფირვარდმა კატალონიელებთან პირადი კონტრაქტის პირობები შეთანხმა, მაგრამ „იუვეს“ ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოოდ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.
მორატას „ბარსელონას“ რიგებში ხილვა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ხავის სურს. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 29 წლის ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.