ბექა ვაჩიბერაძე ოდესის „ჩერნომორეცის“ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ოდესელტა კაპიტანია ნოემბერში თავის გუნდში 4-ჯერ ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. საერთო ჯამში ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „ჩერნომორეცში“ 13 მატჩი (7-ჯერ სასტარტოში) ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის ოდესელთა ღირსებას გასული სეზონიდან იცავს, როდესაც გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ „ჩერნომორეცში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გიორგი წიტაიშვილიც გამოდის, რომელიც კიევის „დინამოდანაა“ განათხოვრებული და 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.




