სლუცკი კვარაცხელიაზე: „შესვენებაზე შესაცვლელი იყო“

0
54

პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი იყო. მან ამის შესახებ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-ხვიჩას ნაადრევი შეცვლა რას უკავშირდება? ხელთათმანების მოსროლით თუ ვიმსჯელებთ ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა.
ლეონიდ სლუცკი: „არ ვიცი კმაყოფილი თუ უკმაყოფილო, მაგრამ მოედანზე მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, ის შესვენების დროს უკვე შესაცვლელი იყო“.
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ყაზანის „რუბინი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდთან“ 1:2 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში შეცვალეს. მან მოედანი უკმაყოფილომ დატოვა და ხელთათმანებიც კი მოისროლა.