„ბასიანმა“ მოყვარულთა ლიგა პირველად მოიგო

0
101

საქართველოს მოყვარულთა ლიგა „ბასიანმა“ მოიგო. ფინალში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ნუცუბიძის პლატოზე გახსნილ საფეხბურთო ცენტრში გაიმართა – აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულმა „ბასიანმა“ დასავლეთ ზონის მომგებ „წყალტუბოს“ 3:1 აჯობა.
გამარჯვებულებიდან თავი ხიდაშელმა, ლეჟავამ და გაბელიამ გაიტანეს, ხოლო დამარცხებულებიდან თავი გურეშიძემ გამოიჩინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბასიანის“ ფეხბურთელი ლაშა სილაქაძე გახდა, რომელმაც კუთვნილი პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისგან მიიღო. ამ უკანასკნელმა ოქროს მედლებით „ბასიანის“ ფეხბურთელებიც დააჯილდოვა.
გიზო ტაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოყვარულა ლიგა პირველად მოიგო და უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ესტონეთის ჩემპიონებს დაუპირისპირდება.