კრიშტიანუს მორიგი რეკორდი

0
56

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. „წითელმა ეშმაკებმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად გაინაღდეს.
შეხვედრაში პირველი გოლი მატჩის 78-ე წუთზე გავიდა და ავტორი კვლავ კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ეს გოლი კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კარიერაში ისტორიული აღმოჩნდა.
რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისური კლუბების ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა.

პორტუგალიელმა კარიერაში მეტოქეთა კარი 799-ჯერ აიღო. გარდა ამისა, მან ზედიზედ მე-17 სეზონია კლუბის მაისურით 10 ან მეტი ბურთი გაიტანა.